ეს უბრალო არჩევნების გაყალბება კი არა, მასობრივი სპეცოპერაცია იყო – ფიქრია ჩიხრაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ არჩევნების გაყალბება იყო მასობრივი სპეცოპერაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე გაყალბების სქემაზე იყო აგებული.

როგორც ჩიხრაძემ ტვ პირველის ეთერშ განაცხადა, უბრალოდ მოიკითხეთ, “მეტადონშიკები“ სპეციალურადა არიან ჩაყენებული საარჩევნო სამსახურში.“

“გაჭირვება და უკიდურესი სიღარიბე, რომელიც მიზანმიმართულად არის შენარჩუნებული ქვეყანაში, ივანიშვილის პარტნიორია“, – განაცხადა ჩირაძემ.

”ეს უბრალო არჩევნების გაყალბება კი არ იყო, ეს იყო მასობრივი სპეცოპერაცია, თავიდან ბოლომდე გაყალბების სქემაზე აგებული. დამნაშვეების კასტა შექმნეს ადამიანებმა,  რომლებმაც შეჩვეულ გაყალბებას რომ ვიყავით მიჩვეული, ის მასშტაბი კი არ ასწიეს, ასწიეს 300 ათასამდე გაყალბებული ხმა, მინიმუმ 15 % პროცენტი. მე თუ ამას შევეგუე, რაც დღეს ხდება, აბსოლუტურად ტყუილად მიცხოვრია, ტყუილად ვყოფილვარ საპროტესტო აქციებზე, ტყუილად გვიბრძოლია, ყველა შეწირული სიცოცხლე და დაღვრილი სისხლი არის წყალს გატანებული. 

ეს სპეცოპერაცია ხომ მომზადდა, ამდენი დამნაშავის მონაწილოებით, უბრალოდ მოიკითხეთ, “მეტადონშიკების“ რა რაოდენობაა საქართველოში და ეს რაოდენობა, სპეციალურადაა ჩაყენებული საარჩევნო სამსახურში. სამწუხაროდ, გაჭირვება, რომელიც მიზანმიმართულად არის შენარჩუნებული ქვეყანაში და უკიდურესი სიღარიბე, არის ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი. დიახ, ნაყიდი ხალხი, რომელიც სიღარიბის გამო იყიდებიან“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share