როგორ გაყალბდა არჩევნები – აღიარებითი ჩვენება “ოცნებიდან”

 ხმოვანი შეტყობინება, რომელიც მმართველი პარტიის ე.წ. კაპიტნებს, ქართული ოცნების საარჩევნო გენშტაბიდან, არჩევნების მეორე დღეს, 27 ოქტომბერს, ზუსტად დღის 12:00 საათზე მიუვიდათ. 

ჩანაწერებში, ადამიანი, რომელმაც “ოცნების” კაპიტნები, ქოლ-ცენტრებში გაწეული სამუშაოს გამო შეაქო და პარტიის ლიდერების მადლიერება გადასცა, ბენედიქტე გეგეჭკორია.

ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის მომენტში, არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილი იყო და ცესკოს ვებგვერდზე, კალანდარიშვილს უკვე ეწერა, რომ მმართველმა პარტიამ, ყოველი მეორე ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო.  ეს მხარდაჭერა ციფრებში 1 120 011 – ხმით გამოსახეს. არადა, გეგეჭკორი, “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებულ აუდიო ფაილში გარკვევით ასახელებს ციფრს – 953 336-ს, რომელიც კაპიტნების მუშაობის შედეგად, ივანიშვილის პარტიამ შეაგროვა და რომელიც ცესკოს ოფიციალური მონაცემისგან 166 615 -ით განსხვავდება.  ეს სხვაობა დაახლოებით 7%-ს უდრის და გამოდის, რომ არსებულ პოლიტიკურ სურათს, სრულად აყირავებს.

გაურკვეველი წარმომავლობის 170 ათასი ხმის გარეშე, ივანიშვილის გუნდი, საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა.

სათვალიანი და წვერიანი ახალგაზრდა, გიორგი გერგედავა, მეტსახელად “გამერაა”. პირი, რომელიც გამომძიებელ ჟურნალისტებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, გერმანიიდან გლდანში, ცოტა ხნის წინ, წინასაარჩევნო პერიოდში დაბრუნდა.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, ჩანაწერების მიხედვით, ქოლ-ცენტრებში დასაქმებულ ადამინებს ანაზღაურებას “ქართული ოცნება” ხელზე უხდიდა.

ს საარჩევნო პირამიდაში საჯარო მოხელეები ჰყავდათ ჩართული – ერთ-ერთი მათგანი პარლამენტში მუშაობს, მაგალითაც, კაპიტანი თამარი – საკრებულოს თანამშომელია, კაპიტანი ეკა – კულტურის სამინისტროში მუშაობსკაპიტანი თედო კი ჯარში მსახურობს. 

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share