ვინ არიან კაპიტნების კაპიტნები? – ახალი მტკიცებულებები

ვინ არიან ”ქართული ოცნების” კაპიტნების კაპიტნები და როგორ უხდიდნენ ფულს ე.წ. ქოლ-ცენტრებში დასაქმებულებს? –  ირკვევა, რომ გადამწყვეტ არჩევნებზე, ე.წ. კაპიტნებსაც მკაცრად აკონტროლებდნენ.

კაპიტნების კაპიტანი

  • მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, არჩევნების დღეს “ქართლმა ოცნებამ” ქვემო ქართლში პარტიული “კაპიტნების” მართვა საჯარო მოხელეს, დაურ ისმაილოვს ჩააბარა.  (ფაქტი ისმოილვისა და “კაპიტნების” შიდა მიმოწერით,  ხმოვანი გზავნილიებით, ფოტო და ვიდეო – მასალით დასტურდება).
  • ფაილების გაშიფვრის შედეგად დგინდება, ისიც რომ ე.წ. კაპიტნების კაპიტანი, საჯარო მოხელე, ნინო ხარაიშვილი იყო. თავის მხრივ ის მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან გიორგაძეს ექვემდებარებოდა.

იძულების და მუქარის მტკიცებულები

  • ასიდ სამაროვი სოფელ ბაიდურუს სკოლის თანამშრომელია – დოკუმენტის მიხედვით, ის ერთ-ერთი ე.წ. პასუხისმგებელი პირი იყო. მას ევალებოდა ხალხის ქუჩა-ქუჩა შეგროვება და საარჩევნო უბანზე 41-ის გასაფერადებლად მიყვანა. (სამაროვი ადასტურებს, რომ სანაცვლოდ ქართლი ოცნებისგან ბენზინის ტალონები მიიღო). 
  • აუდიო-ჩანაწერებით დასტურდება, რომ ქოლ-ცენტრის კაპიტნები, პასუხისმგებელ პირებთან რეკავდნენ, რომ უბნებზე 41-ის შემოსახაზად ხალხი მიეყვანათ, თავად კაპიტნებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას  მათი მეთაური ახორციელებდა, რომელიც ჩანაწერებში თავადვე აღირებს, რომ დავალებას “ზევიდან” იღებენ.
  • ჩანაწერების მიხედვით, წყობიდან გამოსული მარნეული შტაბის მეთაურები, მათ სიებს ითხოვენ, ვინც გეგმა ვერ შეასრულა. იმ ხალხს, ვინც “ოცნებას” სასურველი რაოდენობის ხმები ვერ მიუტანა,  ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
  • ჩანაწერის მიხედვით, საჯარო მოხელე, ნინო ხარაიშვილი, (მარნეულის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი) რომელიც ამ საქმის სათავეში იყო, ე.წ. გადამგდები აგიტატორის სიებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ითხოვდა.

როგორ უხდიდნენ ფულს ე.წ. ქოლ-ცენტრებში დასაქმებულებს?

დგინდება, რომ ქოლ-ცენტრში დასაქმებულებს ფულს ხელზე, საბანკო ანგარიშსწორების გარეშე უხდიდნენ.

  • ე.წ. შავი ფული, რომელსაც “ქართული ოცნება” ქოლ-ცნეტრებში დასაქმებულებს, მათ შორის არასრულწლოვანებს  უხდიდა, ჩანაწერების მიხედვით, ამირან გიორგაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს ებარა.
  • უფრო კონკრეტულად, “შაბათის ეთერისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, “ქართულმა ოცნებამ “ხმებზე სანადიროდ არასრუწლწლოვნებიც გამოიყენა. ერთ ერთი მათგანი, საკრებულოს დეპუტატის სკოლის მოსწავლე შვილი იყო.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share