ბრძოლა გრძელდება, რაც მთავარია, ევროპა ჩვენთან არის – გია ბუღაძე

ჩვენი ბრძოლა გრძელდება – ამ სულისკვეთებით შეუერთდა მხატვარი გია ბუღაძე  დედაქალაქის ცენტრში შეკრებილ აქციას.

მან ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის დელეგაციის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

”ეს ყველაფერი ძალიან ნათლად აჩვენებს, რა მდგომარეობაა, ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ეს ადამიანები საქართველოს ძალიან კარგად იქცნობენ. რაც მთავარია, ევროპა ჩვენთან არის ჩვენი იმედი აქვს და ჩვენ კი ევროიპის იმედი”- თქვა მხატვარმა. 

“ჩვენ ვართ ევროპა” – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არჩევნების გაყალბებას აპროსტებენ.

ადგილზე თბილისში მყოფი 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებიც იმყოფებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share