რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ცნობილი ქართველი მომღერალი, ნინო ქათამაძე შეუერთდა.
მისი თქმით, ”ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობას არ დაუტოვა სხვა გაზა გარდა ქუჩაში გამოსვლისა და ეს პროტესტი აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
”ვიდრე ჩვენ არ ვიქნებით ევროპის წევრები, ამ ცივილიზაციის წევრები, ყველა კარი დაკეტილი იქნება ჩვენთვის. ჩვენმა ხელისუფლებამ დაგვიტოვა მხოლოდ ქუჩაში გამოსვლის გზა. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ერთხელ თუ ჩვენ ყველა დავდგებით მშვიდობიანად და ვიქნებით ზოგჯერ ბევრი ზოგჯერ ცოტა ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი ”,- ამბობს ნინო ქათამაძე.
ჩვენ ვართ ევროპა – მოპარული არჩევნების წინააღდმეგ ხალხი ისევ ქუჩაში გამოდის. რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა.
საქართველოს მოქალაქეები არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
სავარაუდოდ მათთან ერთად დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების მაღალჩინოსნები იდგებიან.