ქართველ ხალხს თავზე ლაფი დაგვასხეს – თამრიკო ჭოხონელიძე

თამრიკო ჭოხონელიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა – როგორც მომღერალმა  განაცხადა, ქართველ ხალხს თავზე ლაფი დაასხეს, რის გამოც საჭიროა, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი ღირსება დაიცვას.

მომღერალი საქართველოს მოსახლეობას ქუჩიდან ბრძოლისკენ მოუწოდებს – “მომავლის სადარაჯოზე უნდა დავდგეთ“.

”ჩვენი მომავლის სადარაჯოზე უნდა დავდგეთ. დღეს აქ ძალიან ბევრი ხალხი უნდა მოვიდეს. ჩვენ დავინახეთ, ამ ჩამოსულმა სტუმრებმა კიდევ უფრო ხაზგასმით აღნიშნეს ის რეალურიო ფონი, რაც დღეს არის, ის უტიფრობა და ხალხის თავზე ლაფის დასხმა”, – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე. 

ჩვენ ვართ ევროპა” – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არჩევნების გაყალბებას აპროსტებენ.

ადგილზე თბილისში მყოფი 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებიც იმყოფებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share