РУССКИЙ КОРАБЛЬ… ასეთია პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრის გზავნილი რუსეთსის მიმართ.
”მათთვის, ვისაც უნდა, რომ მოიპაროს თქვენი არჩევნები, ვისაც უნდა თქვენი ხმები და თქვენი თავისუფლება მოიპაროს, ჩვენ გავიმეორებთ უკრაინელი ჯარისკაცების სიტყვებს – “Русский военный корабль…” – არავინ უნდა გაბედოს თქვენი ხმების მოპარვა, საქართველო იქნება თავისუფალი” – თქვა მიჰაუ კამინსკიმ.
ევროპელმა მაღალჩინოსანმა საქართველოს მოქალაქეებს სოლიდარობა გამოუცხადა და 2008 წელის აგვისტოს ომის დროს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
ამასთან მიჰაუ კამინსკიმ საკუთარი გზავნილები გააჟღერა და თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავსიუფალი უნდა იყოს.
”მიყვარხარ, საქართველო! მიყვარხარ, თბილოსო! აქ ვიდექი თქვენს დიდებულ პრეზიდენტ სააკაშვილთან და ყოველთვის დიდებულ პრეზიდენტ ლეხ კაჩისკისთან ერთად. აქ ვიდექით, როდესაც რუსული ტანკები თბილისს უახლოვდებოდნენ და თბილისი გადარჩა! საქართველო გადარჩა! საქართველო გადაურჩა რუსულ აგრესიას.
მე მქონდა ოცნება, მე მქონდა ნამდვილი ქართული ოცნება, რომ თქვენი ქვეყანა ევროპაში ყოფილიყო, სავსე ყოფილიყავით თავისუფლებით და სიყვარულით. ეს არის ჩემი ქართული ოცნება, თქვენი ქართული ოცნება და თქვენ გაიმარჯვებთ!
მათთვის, ვისაც უნდა, რომ მოიპაროს თქვენი არჩევნები, ვისაც უნდა თქვენი ხმები და თქვენი თავისუფლება მოიპაროს, ჩვენ გავიმეორებთ უკრაინელი ჯარისკაცების სიტყვებს – “Русский военный корабль…”.
ეს არის ჩვენი პასუხი პუტინს, ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს. ჩვენ გავიმარჯვებთ! საქართველო იქნება ევროპაში. არავინ უნდა გაბედოს თქვენი ხმების და თავისუფლების მოპარვა.
საქართველო იქნება თავისუფალი.
მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი!”,- განაცხადა კამინსკიმ.