ვიღაცას სურს, წაგართვათ თავისუფლება, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის – პავილიონისი

”ვიღაცას სურს, წაგართვათ თავისუფლება, ვიღაცას სურს, წაგართვათ დემოკრატია, თქვენი ქვეყანა, თქვენი წევრობა ევროკავშირსა და NATO-ში. არ დანებდეთ, იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის, იბრძოლეთ დემოკრატიისთვის, იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის, იბრძოლეთ თქვენი წევრობისთვის ევროკავშირსა და NATO-ში…

უნდა გაგაჩნდეთ გეგმა, უნდა იმუშაოთ მასზე, უნდა შეასრულოთ იმიტომ, რომ ნაჩუქარი თავისუფლება არ არსებობს, უნდა მოიპოვოთ 24 საათიანი მუშაობით ეს თავისუფლება და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ამ გზაზე თქვენთან! თქვენ ხართ ევროპა”-

ლიეტუვის სეიმის წევრმა ჟიგიმანტას პავილიონისმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ხალხს მიმართა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share