„საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, თუნდაც იმისთვის, რომ ისევ EU-ის წევრობის კანდიდატად ჩაითვალოს“ – ბორელი

კიევში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა უკრაინულ გამოცემა Європейська правда-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით ეჭვგარეშეა, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობა სურს.

ბორელის განცხადებით, საქართველოს სერიოზული ცვლილებები სჭირდება თუნდაც იმისთვის, რომ ისევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად ჩაითვალოს.

“უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა სრულად არის ჩართული EU-ში გაწევრიანებაში, ისევე როგორც უკრაინელი საზოგადოება. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას სურს გახდეს EU-ის წევრი. და უკრაინის წევრობა EU-ში არის ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების უსაფრთხოების გარანტია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ უკრაინას.

საქართველოს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჩვენ ვეუბნებოდით საქართველოს მმართველებს, საქართველოს მთავრობას, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას. და თუ მათ სურთ გახდნენ EU-ის წევრი, უნდა შეცვალონ მათ მიერ მიღებული კანონი, მოაგვარონ არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები, დაუბრუნდნენ [ევროპულ] გზას. მათ სჭირდებათ ძლიერი ცვლილებები, თუნდაც იმისთვის, რომ ისევ EU-ის წევრობის კანდიდატად ჩაითვალონ,” – განაცხადა ბორელმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share