“ოზურგეთის მერიაში მიმდინარე წმენდის ამბავი”

“ვისაც გაინტერესებთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე წმენდის ამბავი :
✅ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა (დიდი სახელი აქვს, მოკლედ ასე ვიტყვი) კომისიის სხდომა რომელიც დღეს 12 საათზე უნდა ჩატარებულიყო, 10 საათზე დაიწყო და 15 წუთში დამთავრდა (+ – 5 წუთი, შეიძლება ამ დროში შევცდე). ვითომ, კანონის მოთხოვნა საერთოდ არ დარღვეულა .
ანუ, კომისიის, რომელმაც უნდა შეისწავლოს 10-ზე მეტი დებულების პროექტების სამართლებრივი გამართულობა; შეაფასოს სამსახურების, განყოფილებების, საშტატო ერთეულების გაუქმების და/ან შექმნის მიზანშეწონილობა და კანონშესაბამისობა; შეისწავლოს ზოგადად რეორგანიზაციის პროცესის პროცედურული და სამართლებრივი დეტალები (სადაც უამრავი დარღვევაა); გამოიკვლიოს და შეაფასოს და გამორიცხოს სხვადასხა მიკუთვნებულობის გამო მოხელეთა დევნის ფაქტების არსებობა, აი ამ კომისიის სხდომა დამთავრდა 15 წუთში. .
დასკვნა როგორი იქნება ხვდებით ხომ? ცხადია დადებითი. ენდობიან. აბა მერი, კომისია და შენობის გარეთ მოქმედი ,,არაფორმალური იურისტი,, ხომ არ შეცდება .
საკრებულოს დევიზი უნდა იყოს: მართლა თამაშია რა ეს ცხოვრება. იგულავე ოქრო!
✅აქვე პატარა ამბავიც. უკვე ერთი თვეა (ანუ რაც შვებულებიდან დავბრუნდი), სამუშაო ოთახი კი არა მაგიდაც არ მაქვს. ჩემი სამუშაო კომპიუტერიც ქვეყნის ეკონომიკასავით აყირავებული დევს ერთ კუთხეში. ანუ, სამსახურში დავდივარ მარა, დავდივარ. ამის შესახებ იცის მერმაც (ვაცნობე განცხადებით), მოადგილემაც და ყველამ საერთოდ .
ამაზე მეტი დაცინვა, შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია რა უნდა იყოს? თან, ბონუსად სამსახურიდანაც რომ გიშვებენ .
რავიცი, მერის არჩევნებში ასე წვალებით და ვაი-ვაგლახით მიღწეული გამარჯვება, ამ ყველაფრად ღირდა ვითომ?
აქვე ჩემი სამსახურის კომპიუტერი”.
შეიძლება იყოს ტალღისებური გვირისტით შეკერილი ტყავი და შენობაში-(ი)ს გამოსახულება
წერს საკუთარ  ფეისბუქგვერდზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  ყოფილი თანამშრომელი კუკა ბარამიძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share