ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება

ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის ცნობით, შეხვედრა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის მნიშვნელობის დემონსტრაცია იქნება.

„მას ნორმების სჯერა, მას ჩვენი ინსტიტუტების სჯერა, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის სჯერა“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ,ჯო ბაიდენსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ადგილობრივი 11:00 საათზე დაიწყება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share