კალანდარიშვილი ისტორიაში შავ ლაქად შევა – დეკანოიძე

გიორგი კალანდარიშვილი ისტორიაში შავ ლაქად შევა – ამის შესახებ “ერთიანობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ასე შევა ყველა ის პირი ისტორიაში, ვისაც არჩევნების გაყალბებაში წვლილი მიუძღვის.

ისტორიაში არსებობენ ადამიანები ვინც შავ ლაქად შევიდა, ამიტომ ასეთი იქნება მისი ადგილი და ყველა დამნაშავე, რომელმაც გააყალბა ეს არჩევნები და მიითვისა ივანიშვილის სასარგებლოდ ,უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. რაც შეეხება ხარებას, სპეცრაზმს, პოლიციას და ხელების გადამტვრევას ახალგაზრდებისთვის, ეს არის ის, რითიც რეჟიმი ტრაბახობს”, – ამბობს ხატია დეკანოიძე. 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სხდომაზე “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა,  დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო.

შინაგან საქმეტა სამინისტრომ ცესკოს მიმართვის საფუძველზე დავით კირთაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება დაიწყო.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share