რუსეთის სიღრმეში სარაკეტო დარტყმებზე ბაიდენის გადაწყვეტილებას კრემლში გამოეხმაურნენ

გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას, აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი დისტანციის რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა. აგრესორი ქვეყნის, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ეხმაურება. დმიტრი პესკოვის თქმით, ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებთან ბმულის გარეშე იქნა გავრცელებული.

“ჩვენი პრეზიდენტის პოზიცია ძალიან ნათლად იყო ჩამოყალიბებული მის განცხადებაში, რომელიც მან გააკეთა პეტერბურგში, რამდენიმე თვის წინ, კულტურულ ფორუმზე გამოსვლისას. გირჩევთ კიდევ ერთხელ გაეცნოთ პრეზიდენტის ამ სიტყვებს.” – მიმართა მედიას კრემლის წარმომადგენელმა.

პუტინმა სექტემბრის თვეში განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ უკრაინისთვის შორი დისტანციის რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მიცემა, სამხედრო კონფლიქტში აშშ-ის და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის უშუალო ჩართვად იქნებოდა შეფასებული.

“თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, ეს სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა ნატოს ქვეყნების, აშშ-ს და ევროპის ქვეყნების უშუალო მონაწილეობას უკრაინის ომში. ეს არის მათი უშუალო მონაწილეობა და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ცვლის კონფლიქტის არსს, ხასიათს. ეს ნიშნავს, რომ ნატოს ქვეყნები, აშშ და ევროპის ქვეყნები რუსეთთან ომობენ. და თუ ეს ასეა, მაშინ, ამ კონფლიქტის არსის ცვლილების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის შეიქმნება.” – განაცხადა პუტინმა სექტემბრის თვეში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share