ტარასი მამალაძის ეთნოგრაფიული ჩანაწერებიდან

ტარასი მამალაძის ეთნოგრაფიული ჩანაწერებიდან
.
“მეხი” ანუ “ლახვარი”
.
„გურულებს სწამთ რომ არსებობს ეშმაკები და ამდაგვარი სხვადასხვა სახის ავი სულები, რომლებიც ყოველგვარ სიკეთეს ებრძვისან, თუმცა ასევე სჯერათ რომ ეშმაკსა და ავსულებს ებრძვის წმინდა გიორგი, რომელიც მათ კლავს თავისი შუბით, რომელსაც გურულები „ლახვარს“ ან „მეხს“ ეძახიან.
.
გურულებს სჯერათ რომ ყოველი მეხის გავარდნისას ერთი ეშმაკის განგმირვა ხდება. მათი რწმენით იქ სადაც მეხი დაეცემა (ხეზე ან მიწაზე) სწორედ იმ დროს ეშმაკი იმყოფებოდა. თითქოს ისეც ხდება, რომ ეშმაკი ცდილობს გაექცეს მის მდევარ მეხს, მაგრამ მეხი მისდევს ეშმაკს და სწორედ ამიტომაც რჩება მიწაზე გადამწვარი ზოლი.
.
მეხისათვის ასეთი მნიშვნელობის მიცემის გამო მისი გავარდნისას პირჯვარს იწერენ და ამბობენ: „წმინდა გიორგი დამიფარე“, ამით ცდილობენ განასხვაონ საკუთარი თავი ეშმაკისაგან, რომელიც ეძებს თავშესაფარს მძიმე განსაცდელისაგან თავის დასაცავად, რა დროსაც მეხმა შეიძლება მოკლას ეშმაკთან ახლოს მყოფი ადამიანი, რომელიც ხალხის რწმენით ხდება კიდეც ხანდახან.
.
უნდა ვიგულისხმოთ, რომ იმ ეშმაკისათვის, რომელიც ყველა ადამიანის მარცხენა მხარზე ზის, წმინდა გიორგის მეხი არ ვრცელდება.“
.
.
“ცისარტყელა”
.
„გურულების რწმენით თუ ცისარტყელა გამოჩნდება აღმოსავლეთ მხარეს ეს კარგი ამინდის ნიშანია, თუ დასავლეთითაა მაშინ ხანგრძლივი წვიმებია მოსალოდნელი. თუ აღმოსავლეთ მხარეს რამდენიმე ცისარტყელა გამოჩნდა, ამ შემთხვევაში ხანგრძილივი გვლვაა მოსალოდნელი.
ხალხის რწმენით თუ ცისარტყელა თავისი ერთი ბოლოთი ეშვება ვინმეს ეზოში, ან რკალივით გამოსახება ვინმეს სახლზე, ეს იქ მცხოვრები ოჯახისათვის დიდი უბედურების მომასწავებელია“.
.
ტარასი მამალაძე Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа – 1893 г (XVII т.). Тарас Мамаладзе
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share