„ექადიის კონცხი“

„ექადიის კონცხი“
.
ექადიის ის უბანი სადაც ამჟამად წმინდა გიორგი ეკლესია დგას ადრე “კონცხის” სახლით იყო ცნობილი. სულხან საბა ამ სიტყვას შემდეგი სახით განმარტავს – „კონცხი, კუნცხი – ესე არს ცხვირი კლდეთა, მაგარი და ძნელოვანი.“ შესაბამისად დასახლება კონცი ამ ადგილისათვის სრულიად შესაფერისი გახლავთ.
.
ამ ადგილზე პირველი ეკლესია კახაბერ ვარდანიძე-გურიელს აუშენებია, შემდეგში 1890 წელს ნაწილობრივ ძველი კედლების გამოყენებით ახლი ეკლესია აშენდა, რომელიც 1923-24 წლებში დაანგრიეს, 1997 წელს იმავე ადგილზე აშენდა ჯვართამაღლების სახელობის ხის ეკლესია. 2014 წელს კი აქვე აიგო დღეს არსებული წმინდა გიორგის სახელობის ახალი ეკლესია.
.
ჩემი აზრით ტოპონიმ ექადიის საფუძვლიანი განმარტება ჯერჯერობით არ არსებობს, ერთი ვერსიის მიხედვით მისი დასახელება უკავშირდება მტერთან მებრძოლ გმირს „ქადია“-ს, რომელიც მტერმა მიპარვით მოკლა, რის შედეგაც მკველელმა ამ გორიდან გამოიძახა -„ ექადია“ ანუ „ესეც თქვენი ქადიაო”, ეს ამბავი ძალიან ჰგავს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სხვადასხვა ტოპონიმების ახსნას (მაგალითად ბახმაროს – „ბახ“ – „მარო“) და ჩემი აზრით მათი ნამდვილობა მეტად საეჭვო გახლავთ.
.
მიუხედავად იმისა, რომ გურიაში არ გვხვდება თურქული ან არაბული წარმოშობის ტოპონიმი, შესაძლებელია დასახელება სწორედ არაბულ სიტყვას „ქადიას“ ანუ „სასამართლოს“ უკავშირდებოდეს, რადგანაც „ქადია“ არაბულად ნიშნავს სასამართლოს (მოსამართლე არაბულად قَاضِي‎ (ქადი, ყადი)). აქვე საგულისხმოა, რომ 1905 წელს ოზურგეთში მყოფი ლუიჯი ვილარი დაესწრო გურიის სახალხო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას, რომელიც ექადიაზე შედგა და შესაძლებელია, რომ გურულებმა საქმის ალტერნატიული განხილვის ადგილი ძველი ტრადიციის შესაბამისად აირჩიეს. თუმცა ხსენებულის სარწმუნოდ მიჩნევა არსწორი იქნება და ეს ყველაფერი მხოლოდ მოსაზრებაა.
შეიძლება იყოს castle გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share