“ოცნებას” უნივერსიტეტის ეზოში რობოკოპების შტაბბინა აქვს – მწერალი

“უნივერსიტეტის ეზოში “ქართულ ოცნებას” რობოკოპების შტაბბინა აქვს” – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში მწერალმა თეონა დოლენჯაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “მმართველი პარტია მთავარ ღირებულებებს ტალახში სვრის“, რის გამოც პროტესტი უნდა გაგრძელდეს და მას უფრო მასშტაბური სახე უნდა მიეცეს.

”უნივერსიტეტის  ეზოში პირაპირ შედიან ეს სპეც სამსახურის მანქანები, ყველაფერს აკონტროლებენ. შტაბ ბინა აქვს პრინციპში ”ოცნებას” თავისი რობო-კოპების. როგორ შეიძლება, რომ ეს ისტორია ამოყირავდეს, რომ დღეს ეს სურათი დაგვიდგეს. ეს არის ძალიან ნათელი სახე იმისი, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში და რა სავალალო მდგომარეობაში ვართ. ამიტომ პროტესტი კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს, კიდე უფრო მძლავრი უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველაზე მთავარ ღერძებს, ყველაზე დიდ ღირებულებებს უკვე ტალახში სვრიან და გვართმევენ”, – ამბობს თეონა დოლენჯაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეცრაზმის თავშესაფარი იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share