საქართველოს მუნიციპალიტეტები საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადებას იწყებენ. ნაძვის ხეების შესაძენად ტენდერები მათმა ნაწილმა უკვე გამოაცხადა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 14 მეტრიანი ნაძვის ხის და მოწოდება-მონტაჟის მომსახურების შესყიდვას 177 000 ლარად გეგმავს. წინადადებების მიღება 29 ნოემბერს დაიწყება და 2 დეკემბერს დასრულდება.
ბაკურიანის განვითარების სააგენტო საახალწლო განათებების და 14 მეტრიანი ნაძვის ხის შესყიდვას თანმდევი მომსახურებით, 172 245 ლარად გეგმავს. წინადადებების მღება 26-29 ნოემბრის პერიოდში მოხდება. ამავე პერიოდში მიიღებს სატენდერო წინადადებებს ქარელის მუნიციპალიტეტიც, რომელიც 14 მეტრიან ნაძვის ხესა და საახალწლო აქსესუარებს 149 973 ლარად შეისყიდის.