მე გამოხსნა არ მჭირდება, გამოხსნა სჭირდება მიშა სააკაშვილს – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია ციხიდან ინტერვიუში, გადაცემა “მთავარ აქცენტებში” ინტერვიუსას ამბობს, რომ გამოხსნა ახალა არა მას, არამედ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება:

“მე გამოხსნა არ მჭირდება, ნორმალურად ვგრძნობ თავს, პროცესების განვითარებას შევხედავ, მე არ ვფიქრობ იმაზე, როდის გამოვალ იმიტომ, რომ ციხეში ამაზე ფიქრი კატეგორიულად არ შეიძლება. უნდა შეეგუო იმას, რომ გამოხვალ სასჯელის ამოწურვის შემდეგ. გამოხსნა სჭირდება მიშა სააკაშვილს და იგი მართლა უნდა გამოვიხსნათ იმიტომ, რომ ადამიანი კვდება უბრალოდ და შეუძლებელია ამის ატანა და გაგრძელება. მე ძალიან იმედიანად ვარ ექსპერტების შესვლის შემდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს.

მიშას მივესალმები აქედან და ვუსურვებ კარგად ყოფნას, ის გვახსოვს ყველას, მეც მახსოვს ამ საკანში და ჩემი მთავარი საზრუნავი, სანერვიულო და ა.შ. არის მიშა.” ამბობს ნიკა გვარამია ციხიდან, სატელეფონო ინტერვიუში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share