პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას განცხადებით, კვირას თბილისში, ბათუმსა და თელავში აქციები ჩატარდება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კურორტ ბახმაროზე ჰესის მშენებლობის შეჩერებაა. აქციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ხელი მოაწერონ პეტიციასაც და სოლიდარობა გამოუცხადონ ადგილობრივებს.
აქცია სამივე ქალაქში 3 საათზე დაიწყება:
- თბილისი – პარლამენტის წინ;
- თელავი – ერეკლე II მოედანი, თეატრის წინ;
- ბათუმში – ევროპის მოედანი
“კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე, მდინარეებზე ბახვისწყალსა და მის შენაკად ბაისურაზე დაგეგმილია ჰიდროელექტროსადგურეს მშენებლობა. სამშენებლო ტერტორია მთლიანად მოქცეულია უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში. ჰესის მშენებლობა კურორტის ტერიტორიაზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მდინარის ხეობას, არამედ კურორტ ბახმაროსა და რეგიონის მდგრად განვითარებას. პროცესი მიმდინარეობს მოსახლეობის და საზოგადოების სათანადო ინფორმირების ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე”, – წერია პეტიციაში.
ხელმომწერები მოითხოვენ:
- შეწყდეს მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლოის განხილვა;
- გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად მიიღოთ ბახვი1 ჰესის მშენებლობის განხორციელებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება;
- დაუყოვნებლივ შეიქმნას გურიის დაცული ტერიტორია გურიის რეგიონის მთიან ზოლში, სადაც აკრძალული იქნება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.
პეტიციის ავტორია გარესმოსდაცვითი ორგანზაცია ”ეკოს” წევრი, ირმა გორდელაძე.