პედაგოგი ირმა გორდელაძე, რომელიც გურიიდან სპეციალურად დღეს და ხვალ დაანონსებული პროტესტისთვის ჩამოვიდა, ამბობს, რომ სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო. მისი თქმით, “ოცნება” ქვეყანას ახლა ხრამს უმზადებს, რათა ამ ხრამში გადავვარდეთ და რისი გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება. გორდელაძე ამბობს, რომ მოქალაქეებმა ახლა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ ქვეყანა ისევ რუსულ წუმპეში არ აღმოჩნდეს.
აქ რუსეთი არ იქნება!, – ამბობს პედაგოგი.
”მე განათლება მივიღე ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. 30 წელია სკოლაშ ვასწავლი ისტორიას და სამოქალაქო განათლებას. ვარ ექვთიმე თაყაიშვილის სოფლიდან. აქ უნდა ვიდგე, აბა, სად უნდა ვიდგე?! ყველა ლოკაციაზე ვიქნები, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდება, იმიტომ, რომ ის ხრამი, რასაც გვიმზადებენ, რომ გადავვარდეთ ამ ხრამში, არის იმდენად გამოუსწორებელი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ უბრალოდ, ყველა ძალიხსმევა უნად ჩავდოთ იმაში, რომ არ მოხდეს ქვეყნის ისტორიული კურსის ცვლილება, არ აღმოვჩნდეთ ისევ რუსულ წუმპეში, რუსულ რეპრესიებშ, იმიტომ, რომ ცენზურები უკვე დაწყებულია.
მინდა, მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, დღეს ვინც სახლში ზის და ვისაც ჰგონია, რომ ჩვენ ტყუილად ვართ აქ, ამდენი თეებია ათენებს ხალხის და ვიბრძით არარეალობისთვის, მაშინ შეგრცხვებათ, როდესაც ჩენი ბრძოლა შედეგს დადებს და გაბრწყინებულ საქართველოში ვიქნებით აქ რუსეთი არ იქნება! ნებისმიერი რუსული ხელისუფლება კრახით დაამთავრებს!, – ამბობს გორდელაძე.
დღეს თბილისი საპროტესტო ეპიცენტრი მთელი დღის განმავლობაში იყო. დილიდან ამ დრომდე რამდენიმე აქცია უკვე გაიმართა. საღამოს 21:00 საათზე კი მოქალაქეები და პროდასავლური ოპოზიცია რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ გაიმართება. აქციის მონაწილეები იქ კარვებს გაშლიან და ღამეს გაათენებენ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ დილიდან “ოცნება” გეგმავს, პარლამენტის პირველი სხდომა გამართოს. პროდასავლური ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს პარლამენტი ალაგიტიმურია და ამიტომ, პარლამენტის შეკრების პარალელურად პროტესტს აანონსებს.