უნდა ვიბრძოლოთ, იმიტომ, რომ საქართველო საფრთხეშია, – ამის შესახებ გურიიდან ჩამოსული პედაგოგი ლადო აფხაზავა საუბრობს, რომელიც ამ წუთებში თსუ-თან აქციაზე იმყოფება. მისი თქმით, ივანიშილის ხლეისუფლების დასამარცხებლად სამოქალაქო ერთიანობა მნიშვნელოვანია.
არ ვაპირებთ გაჩერებას!, – ამბობს ლადო აფხაზავა.
”უნდა ვიბრძოლოთ, იმიტომ, რომ საქართველო არის საფრთხეში. მეტად მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდეს და დაიწყოს ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ძალიან მიხარია, რომ დღეს პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად 11 რეგიონიდან ჩამოვედით მასწავლებლები და შევუერთდით მასწავლებლებს და ჩვენს პროტესტს გამოვთქვამთ და არ ვაპირებთ გაჩერებას, – ამბობს ლადო აფხაზავა.
დღეს თბილისი საპროტესტო ეპიცენტრი მთელი დღის განმავლობაში იყო. დილიდან ამ დრომდე რამდენიმე აქცია უკვე გაიმართა. საღამოს 21:00 საათზე კი მოქალაქეები და პროდასავლური ოპოზიცია რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ გაიმართება. აქციის მონაწილეები იქ კარვებს გაშლიან და ღამეს გაათენებენ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ დილიდან “ოცნება” გეგმავს, პარლამენტის პირველი სხდომა გამართოს. პროდასავლური ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს პარლამენტი ალაგიტიმურია და ამიტომ, პარლამენტის შეკრების პარალელურად პროტესტს აანონსებს.