პარლამენტი, რომელიც გადაწყვიტეს, რომ ხვალ შეკრიბონ, არის თვითმარქვია, არალეგიტიმური პარლამენტი, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საუბრობს, რომელიც ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე დაანონსებულ შეკრებაზე იმყოფება.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა ბიძნა ივანიშვილი ქვეყნის სადავეებს მოაშოროს, რადგან ოლიგარქმა ქვეყანა იზოლაციისთვის გაწირა.
”პარლამენტი, რომელიც გადაწყვიტეს, რომ ხვალ შეკრიბონ, არის თვითმარქვია, არალეგიტიმური პარლამენტი. არაფერი საერთო ამ პარლამენტს ხალხის ნებასთან და არჩევნებთან არ აქვს, ამიტომ ჩვენი გაცხადებული გეგმა ისევე როგორც მთელი ამ პერიოდის განმავლობაშ, არ შეცვლილა – ჩვენ არ ვცნობთ ამ პაარლამენტს.
მაქვს ერთი იდეა, რომელზეც გამუდმებით ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვაცილოთ ამ ქვეყანას. სიტუაციაა დრამატულია, ივანიშვილმა ქვეყანა სრულ იზოლაციაში მოაქცია და ძალიან მნიშნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩენ უნდა ვიყოთ მტკიცედ და ყველანაირი მშვიდობიანი წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ რეჟიმს, – ამბობს დეკანოიძე.
გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტის შენობაში ხვალ პირველი სესია ოპოზიციის გარეშე და პრეზიდენტის თანხმობის გარეშე ჩატარდება. “ქართული ოცნების” წევრები დარბაზში მარტო იქნებიან.
პარლამენტში პირველი შეკრება “ოცნებისთვის” მშვიდად არ ჩაივლის, ქუჩაში ხალხი მიტაცებულ არჩევნებს გააპროტესტებს.