„პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ გარეთ მყოფი ხალხი არ დავამარცხებთ თვითმარქვია ხელისუფლებას“ – ნიკა მელია

კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა მელია პარლამენტს სანოტარო ბიუროს ადარებს და ამბობს, რომ ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე გარეთ მყოფი ხალხი თითმარქვია ხელისუფლებას არ დაამარცხებს.

პოლიტიკოსის თქმით, “ოცნებას” ქვეყნის განვითარებასა და ევროპულობაზე პრეტენზიაც კი არ აქვს, ამიტომ მათ არალეგიტიმურ მმართველობას არავინ შეეგუება.

 

ეს არ არის პარლამენტი, სანოტარო ბიუროა. აქ შესული ახლა არავითარ შემთხვევაში არც ახლა და არც მომავალში არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქის ინტერესს. შესაბამისად, რაც ხდება ახლა შიგნით და რაც ხდება გარეთ, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ გარეთ მყოფი ხალხი არ დავამარცხებთ შიგნით თვითმარქვია ე.წ. ხელისუფლებას. ეს არის მიზანი, ეს არის ამოცანა და ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლა არის ყოველდღიური. ეს ხალხი არც აპირებს, პრეტენზია ჰქონდეს სუვერენულ ქართულ სახელმწიფოზე, არ აპირებს პრეტენზია ჰქონდეს განვითარებულ სახელმწიფოზე, მრავალფეროვნებაზე, ევროპელობაზე, კოალიციურ მმართველობაზე, – ამბობს ნიკა მელია.
ნიკა მელია ასევე შალვა პაპუაშილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ოპოზიციას “სპოერული აფირისტები” უწოდა. ოპოზიიცონერი პარლამენტის თავმჯდომარეს ეუბნება, რომ პაპუაშვილი ნათელაშვილამდე ვერასდროს მოვა.

ამასთან, ნიკა მელია ხაზგასმით ამბობს, რომ პარლამენტში შევლას ოპოზიცია არ გეგმავს და თუ საჭირო იქნება სიების ჩახსნის შესახებ განცხადებებს ხელმეორედ დაწერენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share