“ერთკაციანი კრებაა” – ბუღაძე პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე

მწერალი ლაშა ბუღაძე მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას “ერთკაციან კრებად” აფასებს და “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ “ივანიშვილის აგრესიულმა უმცირესობამ ქართველი ხალხი მოატყუა და გაქურდა“.

ამასთან, ლაშა ბუღაძე “ოცნების” თვითაღიარებულ პარლამენტში, ბიძინა ივანიშვილისთვის განსაკუთრებულად გულთბილ მისალმებებსა და ჩახუტებებს ეხმაურება და ფაქტს “მონების მიერ ხელის ლოღნად” მოიხსენიებს.

”ეს ადამიანი, რომლებიც ხელს ულოღნიან პირდაპირი მნიშვნელობით ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც ეშინია ბაქტერიების და შემდეგ, ალბათ, ხელსახოცით იწმენდს და სწრაფად იშორებს მონების დადორბლილს. ან ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ ღილაკზე თითის მიჭერა არ იციან, მაგრამ რაღაცა მძიმე საგნებს კი სწევენ და მხოლოდ ამიტომ არიან იქ, ეს არაფერს არ წარმოადგენს. ეს ერთკაციანი კრებაა, რომელიც რატომღაც ჩატარდა საქართველოს პარლამენტის დარბაზში. ეს არაფერს არ ნიშნავს სინამდვილეში.

აგრესიული უმცირესობა არის ივანიშვილი, ჩვენ უბრალოდ შეთქმულება მოგვიწყვეს, მოგვატყუეს, გაგვქურდეს, ჩართეს საკმაოდ ბევრი ადამიანი ამ კრიმინალურ პროცესში. ეს იყო კოლაბორაცია ივანიშვილთან ამ ბანდიტურ საქმეში”, – ამბობს ლაშა ბუღაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share