დღეს, კონკრეტული თარიღი უნდა დასახელდეს, თუ როდის ჩატარდება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები. ცნობილია, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევნებიც და ინაუგურაციაც დეკემბერში შედგება.
წელს, არჩევნები სრულიად განსხვავებული სისტემით, ამერიკული მოდელით ჩატარდება და პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ ხალხის მიერ არჩეული დელეგატები აირჩევენ. საუბარია 300 წევრისგან შექმნილ საარჩევნო კოლეგიაზე.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიას ხმათა უმრავლესობა სჭირდება. ვინ იქნება სალომე ზურაბიშვილის შემცვლელი? “ქართული ოცნება“ კანდიდატურას ჯერ არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ საკითხი 99%-ით გადაწყვეტილია. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის დასახელება გამორიცხა და დააანონსა, რომ კანდიდატურა ნამდვილი “ქართველი პატრიოტია“.