რუსი მომღერალი, რომელიც უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას აქტიურად უჭერდა მხარს, რის გამოც ოფიციალურმა კიევმა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეც აღძრა, სამშობლოდან გარბის.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოლეგ გაზმნოვმა ჯერ კიდევე ერთი კვირის წინ მიმართა ისრაელს მოქალაქეობის მიღების მიზნით.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის ჯარი პუტინის ბრძანებით უკრაინაში შეიჭრა, რის შედეგად ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 2 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყანაში ლტოლვილად იქცა.