პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევნების თარიღად 2024 წლის 14 დეკემბერი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დადგენილება მიიღო.

300 ხმოსანი საქართველოს მომავალ პრეზიდენტს 2024 წლის 14 დეკემბერს აირჩევს.

პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღად 29 დეკემბერი დასახელდა.

“შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევა ხდება 5 წლის ვადით. 2017 წელს შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტს ახლა უკვე აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია […] მოქმედ პრეზიდენტს ვადა ეწურება 16 დეკემბერს […]”. – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share