ნოემბერს, ხუთშაბათს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი.
meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +6, +11°; მთაში 1, +6°; მაღალმთაში -2, +3°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +5, +10°; მთაში +2, +7°; მაღალმთაში -2, +3°.
თბილისში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ჩრდილო -დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ, ტემპერატურა +8°-ს მიაღწევს.