ამერიკაში, სანამ ქალების უფლებები ასეთი დაცული იქნებოდა როგორც დღეს არის, იქამდე უამრავი მსხვერპლი გაიღეს ამერიკელმა ქალებმა.
ამერიკაში ხელისუფლებას არ დასიზმრებია რომ ქალების უფლებებისთვის შესაბამისი იურიდიული ბერკეტები შეექმნა, ეს ქალებმა თავად მოახერხეს და აიძულეს ხელისუფლება მათ უფლებებზე ეზრუნა.
ამით იმის თქმა მსურს , რომ დედამიწაზე არ არსებობს კარგი და ცუდი მთავრობა, კეთილი და ბოროტი მთავრობა, არსებობს ფხიზელი და მძინარა საზოგადოება, ხოლო ქვეყნები სადაც მთავრობა უკეთეს რაღაცეებს აკეთებს ვიდრე სხვა ქვეყანაში, ეს მთავრობის კი არა ხალხის დამსახურებაა , რომლებიც ხელისუფლებას აიძულებენ მათთვის იღვაწონ.
ამერიკაში ქალები 100 წლის მანძილზე ბრძოლობდნე თავიანთი უფლებებისთვის, ერთი ქალის პრობლემა ყველა ქალის პრობლემა ხდებოდა და პროტესტი პროტესტზე იმართებოდა ქუჩაში.
მხოლოდ ასეთი გამოსვლებით და ერთმანეთის სოლიდარობით მიაღწიეს ამერიკელ ქალებმა იმას, როგორც დღეს ცხოვრობენ.
წყარო: “ვიმოგზაუროთ ამერიკაში”