ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, ანუ ვინ აღმოჩნდა მართალი? მე თუ თქვენი პოლიტიკური ლიდერები ქართულ ოცნებაში? მე.
“მივმართავ ივანიშვილის გუნდს, განსაკუთრებით მის დეპუტატებს და მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს, ხომ იძახეს თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომ მელია გირაოს გადაიხდისო, ხომ არ გადავიხადე გირაო და ვთქვი, რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერ დამიჭერთ, ანუ ვინ აღმოჩნდა მართალი? მე თუ თქვენი პოლიტიკური ლიდერები ქართულ ოცნებაში? მე.
ამიტომ ახლა როდესაც ვამბობ, რომ ვერ დამიჭერთ, ვის უნდა დაუჯეროთ? თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს კი არ უნდა დაუჯეროთ, უნდა დაუჯეროთ მელიას. მელიას იცით რატომ ვერ დაიჭერენ? იმიტომ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს სამართლებრივი. კობახიძე-გავრილოვი-მურუსიძე-კალაძის დასაჭერი ნამდვილად არ ვარ და ვერ დამიჭერენ”, – თქვა მელიამ.