ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი აცხადებს, რომ საქართველოში მყოფი ევროპარლამენტის დელეგაცია მხარს უჭერს მიზანმიმართულ სანქციებს “ქართული ოცნების” წევრების მიმართ. ამის შესახებ მან ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, შექმნის სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ახალი დასაწყისია.
“ჩვენ როგორც ევროპარლამენტის წევრები მხარს ვუჭერთ მიზანმიმართულ სანქციებს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ამ მიმართულებით ზეწოლა, როგორც ევროკავშირზე, ასევე წევრ ქვეყნებზე, რათა მათ დააწესონ კონკრეტული სანქციები.
ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, ვხედავთ თქვენს გამბედაობას და ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ დამატებითი ნაბიჯების გადასადგმელად. საქართველოს პარლამენტი ახლა ცარიელია, იქ არ არის ოპოზიცია და არანაირი პრულარიზმი არ არსებობს. ვხედავთ მშვიდობიანი და თავისუფალი მოქალაქეების დარბევას. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი იქნება ახალი დასაწყისი,” – აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.