„ჩვენს გადაკიდებას, ბატონო ზაზა, გირჩევნიათ ისევ ბიძინა გერჩოდეთ… „მთავარი“ არ დაიხურება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები!“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადებას, რომლის თანახმად, ტელეკომპანიის დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, „მთავარი არხი“ დახუროს, ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ „მთავარი არხი“ სატელევიზიო სივრციდან არ გაქრება.

„მთავარი“ არ გაქრება სატელევიზიო სივრციდან. უბრალოდ, უნდა გცოდნოდათ, რომ ამ ადამიანებს ორი ფრონტის ხაზი აქვთ. შიგნით და გარეთ.

გაიხსენეთ „რუსთავი 2“-ის ამბავი. რა მიიღეს? უფრო ძლიერი და ეფექტიანი პლატფორმა. ასე იქნება ახლაც.

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები! – „მთავარი“ არ დაიხურება და ეს, პირველ რიგში, უნდა ესმოდეს ზაზა ოქუაშვილს.

ჩვენს გადაკიდებას, ბატონო ზაზა, გირჩევნიათ ისევ ბიძინა გერჩოდეთ. დანარჩენს ვნახავთ რაც მოხდება“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share