ბიძინა ივანიშვილს რუსული აზროვნება აქვს – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა გოგლა ჟვანიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟბანიას ძმა აცხადებს, ივანიშვილი ქართველ ხალხს არ იცნობს.
მისი შეფასებით, ოლიგარქს ეგონა, რომ არჩევნების გაყალბების, საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნის შემდეგ, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაწყვეტაც შერჩებოდა, თუმცა შეცდა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპის კარის ჩაკეტვა ხალხმა არ აპატია “ოცნებას” და აქციები სპონტანურად დაიგეგმა.
გოგლა ჟვანიას შეფასებით, სწორედ ხალხის რაოდენობამ გააღიზიანა ივანიშვილი და ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაიწყეს მომიტინგეების სასტიკი დარბევა.
გარდაცვლილი პრემიერის ძმა დარწმუნებულია, რომ პროტესტი შედეგს გამოიღებს და ქვეყანაში ხელახალი ბარჩევნები ჩატარდება:
”საბოლოო ჯამში, ჩვენ განმეორებით არჩევნებამდე, მაგრამ ეს იქნება რთული და ხანგრძლივი ბრძოლა. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ პროცესი უახლოეს ერთ ან ორ კვირაში გადაწყდება. მზად უნდა ვიყოთ ძალიან რთული და მძიმე ბრძოლისთვის”- თქვა მან.
გოგლა ჟვანიას თქმით, საჭიროა მშვიდობიანი გაფიცვა და პროცესების კონოლიდირებული მართვა.