აქ ვარ და აქ ვიქნები, ქვეყანას სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი – ზურაბიშვილი

”სამართლიანი არჩევების გარეშე არ არსებობს არც მშვიდობა და არც პოლიტიკური პროცესები. მე ამისთვის ვარ აქ. სხვათა შორის, არსად არ მივდივარ, არავის არ დავტოვებ, აქ ვარ და აქ ვიქნები, რადგან ამ ქვეყანას ამ მომენტში სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილი, რომელიც რეალურად არჩეულია და ასახავს ამ საზოგადოების და ამ ქვეყნის ხმას. მე ვარ თქვენი წარმომდგენელი უცხოელებთან და ეს არის ერთგვარი ლეგიტიმაცია. მე ვარ ასევე თქვენი წარმომადგენელი შიგნით”-

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share