“ეს დღეები უნდა შეფასდეს როგორც გახანგრძლივებული 9 აპრილი” – ნაირა გელაშვილი

“ეს დღეები უნდა შეფასდეს როგორც გახანგრძლივებული 9 აპრილი, რადგან აქ მასობრივი მოწამვლა მოხდა”, – თქვა მწერალმა ნაირა გელაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

”უკიდურესად კრიტიკული პოზიცია მაქვს ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ახალგაზრდებზე ხელი აღმართა. პირადად, ამას მათ ვერასოდეს ვაპატიებ. იმ ჩამსხვრეულ სახეებს და გაუბედურებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეს ტრავმა მთელი ცხოვრება გაჰყვებათ, ვერ ვაპატიებ ვერც წარსულ და ვერც ახლანდელ ხელისუფლებას.

ეს [დღეები] უნდა შეფასდეს როგორც გახანგრძლივებული 9 აპრილი, რადგან აქ მასობრივი მოწამვლა მოხდა. ვუსმინეთ ექიმებს, რომ ეს არის უცნობი ნივთიერება, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების სერიოზულ დაავადებას. ეს არის ის ტრაგიკული მდგომარეობა, როდესაც რუსის ჯარის ნაცვლად, საკუთარი ხელისუფლება თავის ხალხს ასე გაუსწორდა, ჩემთვის ეს არის ტრაგედია”, – თქვა ნაირა გელაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share