დღეს საქართველოში ნამდვილი არჩევნები არ ყოფილა, იყო ფარსი, როგორც რუსეთში – იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე დღეს, 14 დეკემბერს საქართველოში ჩატარებული პრეზიდენტის არჩევნებს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ავტოკრატიული სახელმწიფოების არჩევნებს ადრის და წერს, რომ საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი სალომე ზურაბიშვილია.

ამის შესახებ ევროპარლამენტარი X-ზე წერს.

“დღეს საქართველოში ნამდვილი არჩევნები არ ყოფილა, რაც ჩატარდა, იყო ფარსი, ზუსტად ისევე, როგორც რუსეთში, ბელარუსსა და სხვა ავტოკრატიებში.

საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც თავისუფალი არჩევნების შედეგად აირჩიეს.

ივანიშვილი სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას განაგრძობს”. – წერს იუკნევიჩიანე.

დღეს, 14 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმოსნებმა ივანიშვილის პრეზიდენტი – მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს.

პრეზიდენტის არჩევნები ახალი წესით ჩატარდა -კანდიდატი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც ჯამში 300 წევრისგან იყო დაკომპლექტებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share