გადათხრილი ჩოხატაური, როგორც ტურისტული ჰაბი – პრემიერის შეუსრულებელი პირობა

ხელოვნების სასახლის წინ ბაყაყები ყიყინებენ და პომიდორი მწიფდება, გადათხრილია ქუჩები და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის ნაცვალდ ბალახი  ბიბინებს –  ასე გადაიქცა ჩოხატაური, ტურისტული ჰაბის ნაცვლად  ბაყაყები სამყოფელად.

გურიის ამ ულამაზეს ადგილას ჩასულ ტურისტს, ცენტრალურ ქუჩაზე  სამუშაოების დიდი ნაწილი მიტოვებული დახვდათ, არადა, მთავრობამ 20 მილიონი გურიის განახლებისთვის გამოყო.

ადგილობრივები გადათხრილ გზებზე მათთვის დამახასიათებელი გურული იუმორით საუბრობენ და ამბობენ, რომ ჩოხატაური „ტურისტული ჰაბი ალბათ გახდება, მარა ცოტა შეაგვიანდება“.

„ტურისტი აქ საიდან შემოვა, დანგრეულს და დაპუტულს რო დეინახავს აქ ყველაფერს საიდან შემოვა“. 

ზოგს გადათხრილ გზებზე სალომე ზურაბიშვილის ნათქვამიც კი ახსენდება:

„პრეზიდენტმა ხო გვითხრა, სადაც არ უნდა გათხარო, უნდა გათხაროო და აი გათხარეს და დატოვეს გათხრილი“.

გურულები ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მათ სულ ატყუებთ და ადგილზე სამუშაოების დასათვალიერებლად ამ დრომდე არავინ მისულა.

„არავინ არაფერს არ ამბობს, გადათხარეს და მიატიეს ასე. პრემიერი სულ გვატყუებს, ხალხი ხმას ვერ იღებს, მთავარობის აქანე კაციშვილი არ მოსულა“. 

ანტიკორუფციული მოძრაობა, „გურია აჭარის ბიურო“ გურიაში კორუფციის დიდი რისკების შესახებ საუბრობს და აპირებს პროკურატურას მიმართოს.

„20 მილიონია გამოყოფილი. 12 მილიონი ვინც მოიგო ტენდერი უკვე გადაუხადეს იმ ადამიანს და სამუშაოები საერთოდ არაა დაწყებული და ჩვენ ვაპირებს ეს თემა პროკურატურაში წავიღოთ და სამართლებრივად გავაგრძელოთ ბრძოლა ამ თემის ირგვლივ“. – ამბობენ ანტიკორუფციული მოძრაობაში.

შეგახსენებთ, რომ, ზუსტად ერთი წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჩოხატაური ტურისტული ჰაბი გახდებოდა.

თუმცა ჰაბის რა გითხრათ და ჩოხატაურში დაახლოებით 5 თვეა ეს გადათხრილი რეალობა ადგილობრივებს კი ნამდვილად აწუხებთ, თუმცა ამის მოგვარებაზე ამ დრომდე არავინ ფიქრობს.

წყარო – ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share