„ჩვენ უნდა შევუზღუდოთ უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და გავგზავნოთ სიგნალი, რომ ქართველი ხალხის მხარეს ვართ“ – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ზომებზე შევთანხმდებით და ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, როდესაც ოპოზიციის ლიდერებს აკავებენ და ძალადობას მიმართავენ დემონსტრანტების წინააღმდეგ, ჩვენ კი ამას ვერც იგნორირებას გავუკეთებთ და ვერც შევეგუებით. ლიეტუვამ უკვე დაუწესა სანქციები და ახლა ევროკავშირს მივმართავთ, რომ ასევე დააწესოს სანქციები პასუხისმგებელი პირების მიმართ. მეორე საკითხია უვიზო რეჟიმი, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ ის დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და გავაგზავნოთ სიგნალი, რომ შესაძლოა ეს შეზღუდვა მომავალში გაფართოვდეს. მესამე საკითხია ტექნიკური და პოლიტიკური დისკუსია საქართველოსთან ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და სამთავრობო ინსტიტუტებთან ინსტიტუციური მოლაპარაკებების შეჩერება და ფინანსური დახმარების შეჩერება. მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ.”განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუსის ბუდრისმა, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share