ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი არალეგიტიმური მთავრობის დღევანდელ პროპაგანდისტულ განცხადებას X-ზე პასუხობს და წერს:
“ძვირფასო ეგრეთ წოდებულ არჩევნებში თვითგამოცხადებულო გამარჯვებულებო, როგორც ჩანს თქვენ თვითონ არ დაგიწერიათ ეს სიტყვები, მოსკოვში დაგიწერეს.ჩემს ნამდვილ მეგობრებს, საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვუსურვებ წარმატებებს, რომ დაიცვან ის, რაც უყვართ.” წერს ლანდსბერგისი”ესტონეთი და ლიეტუვა უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ” – ასე გამოეხმაურა დღეს, ლიეტუვის და ესტონეთის მთავრობების მიერ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენლისთვის სანქციების დაწესებას არალეგიტიმური მთავრობა.