ხობში პოლიციაა მობილიზებული – რამდენიმე საათის წინ, 27 წლის ქართველი მოჭიდავე, ნუგზარ წურწუმია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ნუგზარ წურწუმიამ 2019 წელს 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. წურწუმიამ ნურ-სულთანში ადგილობრივ ყაზახ მოჭიდავეს ფინალში 9:0 მოუგო.
წურწუმია ერთი ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის მფლობელი იყო. წურწუმიას ევროპის ჩემპიონატებზე 4 მედალი ჰქონდა მოგებული: 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი.