საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, დავით სააკაშვილმა ექსპრეზიდენტის დღევანდელი სასამართლო პროცესის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი მსოფლიოს წინაშე არ წარსდგება, როგორც ველური ხალხი, სადაც პრეზიდენტს კლავენ.
„მე, პირადად, ვარ იდეალისტი და მჯერა ადამიანის ჰუმანურობის, კაცთმოყვარეობისა და კიდევ მჯერა, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი, თუნდაც სახელმწიფოებრიობა, სახელმწიფოებრიობის განცდა. არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, არ შემდგარი სახელმწიფო, სადაც კლავენ პრეზიდენტებს, სადაც არ უფრთხილდებიან ისტორიას, სადაც არ უფრთხილდებიან წარსულს, აწმყოს და თუნდაც, მომავალს. ეს არის კატასტროფა, რაც ხდება. აქ არ არის საუბარი არანაირი პოლიტიკური გემოვნების დაცვაზე, აქ არის საუბარი ადამიანის ჯანმრთელობაზე ეს არის და ეს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.