ნაძვის ხე პოლიტიკურ წნეხისა და დაპატიმრებისგან განთავისუფლდა, დგას და ანთია ისევე როგორც საზოგადოება – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “ნაძვის ხე პოლიტიკურ წნეხისა და დაპატიმრებისგან განთავისუფლდა, დგას და ანთია ისევე როგორც საზოგადოება”.

”ნაძვის ხე პოლიტიკურ წნეხისა და დაპატიმრებისგან განთავისუფლდა, დგას და ანთია ! ისე როგორც დგას საზოგადოება და ანთია გული მისი” – წერს სალომე ზურაბიშვილი. 

საქართველოში პროტესტის მე-19 დღეს თბილისის მერმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე ნაძვის ხე აანთო – კახა კალაძე მოქალაქეებისთვის საახალწლო განწყობის შექმნას სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფონზე ცდილობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share