მოპარული არჩევნები, ხელახალი არჩევნები და ევროპული მომავალი – სწორედ ამ სამ მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში.
სალომე ზურაბიშვილი შუაგული ევროპიდან ამბობს, რომ სწორედ ეს სამი მოთხოვნა აქვს ქუჩაში გამოსულ ათასობით ადამიანს საქართველოში და ხაზგასმით აცხადებს, რომ ქუჩაში გასულებს რევოლუციური სცენარი არ აქვს.
ეს არ გახლავთ რევოლუციური მოძრაობა თავისი არსით, იმიტომ რომ ამის მოთხოვნა არ არსებობს – ამბობს ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე პირდაპირ თქვა, რომ “მმართველი პარტია რუსულ გზაზე დადგა”
მმართველი პარტია რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ უნდა მოძრაობა”- ამბობს ზურაბიშვილი.