ბელგიის პრემიერ-მინისტრი – არ უნდა შევქმნათ იმიჯი, რომ საქართველოს ზურგს ვაქცევთ – ვხედავთ რა ხდება პოლიტიკურად, მაგრამ იმასაც ვხედავთ, თუ რა გავლენები მოქმედებენ

ვხედავთ რა ხდება პოლიტიკურად, მაგრამ იმასაც ვხედავთ, თუ რა გავლენები მოქმედებენ საქართველოში, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქართველოს მხარდაჭერა და საქართველოში პროევროპელების მხარდაჭერა გავაგრძელოთ. არ უნდა შევქმნათ იმის იმიჯი, რომ საქართველოს ზურგს ვაქცევთ. ურთიერთობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ვხედავთ რა ხდება პოლიტიკურად, მაგრამ იმასაც ვხედავთ, თუ რა გავლენები მოქმედებენ საქართველოში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდაჭერა გავაგრძელოთ და ურთიერთობა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ალექსანდრ დე კროომ.

მისი თქმით, „უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს რაც იქ ხდება, იმიტომ ხდება, რომ იქ ბევრი უცხოური გავლენაა“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share