ვინცხა მაზაკვალმა მოიფიქრა, სწორად მოიფიქრა სოლოლაკის პოლიცმეისტერის დასანქცირება.
გადაყენებით ვერ გადააყენებს “უხსენებელი”. რომ გადააყენოს, შეეშინდება მერე სხვებსაც. რომ არ გადააყენოს, ტერორისტებთან ერთად დასანქცირებული პოლიცმეისტერის ბრძანებები უნდა ასრულოს პოლიციის მთელმა შემადგენლობამ. რომელ საერთაშორისო ლეგიტიმაციაზეა აწი საუბარი, როცა პოლიციის და უზენაესი სასამართლოს წევრები არიან დასანქცირებულები.
ჰააგაში რომ წავა ამ უმოწყალოდ ნაცემი და დასახიჩრებული ბავშვების საქმეები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იურისტები როგორ დაიცავენ ნეტავ თავიანთ კლიენტს? ამერიკის მიერ მაგნიტსკის სიაში შეტანილი პირის წარმომადგენლებს რაიმე შანსი ექნებად საკამათოდ?
ქუჩაში ლეგიტიმური მიზეზით გამოსულ და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით კანონიერად მოპროტესტე ხალხს რომ პოლიცია დაუპირისპირდება აწი, აი მაგ პროცესის საერთაშორისო ლეგიტიმაცია როგორ წარმოგიდგენიათ?
პარალელურად, ნელნელა დადგინდება რამდენად ლეგალურად იყენებდნენ შხამ-ქიმიკატების ენდემურ კომბინაციებს დასანქცირებული შეფის დაქვემდებარებაში მყოფი პირები.
ცრუ-მოწმეების და მოსყიდული მოსამართლეების საქმეებიც დაემატება დესერტად.
ვიწროვდება ყულფი … ძალიან ვიწროვდება.
მამაზეციერი ვეღარ მოაბრუნებს აწი ამ პროცესს.