”ქართული ოცნების დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია” – ჯო უილსონი

“ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია, სალომე ზურაბიშვილი არის   ერთადერთი ლეგიტიმური ძალა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი წერს .

”მას შემდეგ რაც გავეცანი ეუთო/ოდირის დასკვნას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, გავიმეორებ იმას, რაც მანამდეც ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია. სალომე ზურაბიშვილი – ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა. ნებისმიერი ახალი ხელისუფლება უნდა იყოს ჩამოყალიბებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად”-  წერს ჯო უილსონი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share