28 ნოემბრის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს ძალა და რომ ის ერთიანია და მრავალფეროვანი.
ახლა მნიშვნელოვანია, პროტესტმა გამოიჩინოს ნებისყოფა და სიმტკიცე.
28 დეკემბერს, 15:00 საათზე, პროტესტის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, მოქალაქეები ჩვენს ქალაქსა და რეგიონში გავაკეთებთ
“ერთობის ჯაჭვს საქართველოსთვის”.
ვაპროტესტებთ არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციას და მოვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავლისუფლებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს – ეს არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა.
დეტალური ინფორმაცია:
28 დეკემბერს, 15:00 საათზე
საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ დასახლებული პუნქტის ცენტრალურ მოედნებსა და ხიდებზე საქართველოს მოქალაქეები ერთსაათიანი საპროტესტო ჯაჭვის გასაკეთებლად გამოვალთ.
ოზურგეთში ერთობის ჯაჭვი გაიმართება