28 დეკემბერს, 15:00 საათზე ოზურგეთში ერთობის ჯაჭვი გაიმართება

28 ნოემბრის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს ძალა და რომ ის ერთიანია და მრავალფეროვანი.
ახლა მნიშვნელოვანია, პროტესტმა გამოიჩინოს ნებისყოფა და სიმტკიცე.

28 დეკემბერს, 15:00 საათზე, პროტესტის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, მოქალაქეები ჩვენს ქალაქსა და რეგიონში გავაკეთებთ

“ერთობის ჯაჭვს საქართველოსთვის”.

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციას და მოვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავლისუფლებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს – ეს არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა.
დეტალური ინფორმაცია:

28 დეკემბერს, 15:00 საათზე

საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ დასახლებული პუნქტის ცენტრალურ მოედნებსა და ხიდებზე საქართველოს მოქალაქეები ერთსაათიანი საპროტესტო ჯაჭვის გასაკეთებლად გამოვალთ.
📍 ოზურგეთში ერთობის ჯაჭვი გაიმართება

ოზურგეთის დრამატული თეატრის წინ, გამსახურდიას მოედნიდან ჭავჭვაძის ქუჩის მიმართულებით

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share