ივანიშვილმა ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ – მილერი

ივანიშვილმა ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი სოციალურ ქსელში წერს. ამერიკელი მაღალჩინოსანი ამ პოსტით აშშ-ს მიერ ოლიგარქის დასანქცირებას ეხმიანება.

”აშშ ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. მისმა ქმედებებმა შესაძლო გახადა ადამიანის უფლებების დარღვევები და ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, – წერს აშშ-ს სახდეპის სპიკერი, მეთიუ მილერი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share