დადგა დრო, ივანიშვილმა საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის ფასი გადაიხადოს – ცაჰკნა

დადგა დრო, ივანიშვილმა საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის ფასი გადაიხადოს – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა პლატფორმა X-ზე წერს.

”დადგა დრო, რომ ივანიშვილმა გადაიხადოს საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის ფასი.

ესტონეთმა სანქციები დაუწესა მას და 27 სხვა პირს ადამიანის უფლებების დარღვევებში მათი მონაწილეობის გამო საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის შემდეგ. მიხარია, რომ სხვებიც მიჰყვებიან”, – წერს ცაჰკნა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share